მტკვარში სამძებრო სამუშაოების გასამარტივებლად წყლის დონე დასწიეს
მდინარე მტკვარში სამძებრო-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგულებს ეძებენ. სამძებრო სამუშაოების გასამარტივებლად დაწეულია მდინარე მტკვრის დონე. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, სამუშაოებში ათასამდე მეხანძრე-მაშველია ჩართული; ასევე ჩართულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-კაციანი შემადგენლობა. ქაწაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მდინარე მტკვარში მაშველებმა მხოლოდ რამდენიმე მკვდარი ცხოველი შენიშნეს. რაც შეეხება დაკარგულ პირებს, ქაწაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მათი პოვნა ვერ ხერხდება.
ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი
ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი