loader

GEM Fest-ის მონაწილე ახალი არტისტების სია ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

GEM Fest-ის მონაწილე ახალი არტისტების სია ცნობილია

GEM Fest-ის ორგანიზატორებმა დღეს საზოგადოებას ახალი არტისტების სია გააცნეს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ დღეს განაცხადა, უკვე ცნობილია, რომ GEM Fest-ის ჰედლაინერები არმინ ვან ბიურენთან ერთად იქნებიან ელექტრონული მუსიკის ლეგენდარული დიჯეი ლუჩიანო, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთ საუკეთესო არტისტად ითვლება ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

მისივე თქმით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს Ellen Allien, რომელმაც კარიერა 1989 წელს ლონდონში დაიწყო და დღემდე აქტიურ სახელად ითვლება, ამჟამად ბერლინში საქმიანობს. ასევე, Petre Inspirescu, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რუმინელმა დიეჯიმ ევროპულ კლუბებსა და იბიცაზე დაუკრა.

ფესტივალი GEM Fest 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში გაიმართება.

ასევე იხილეთ:

ტრანსის მეფე მოდის! - GEM fest-ზე ანაკლიაში Armin van Buuren დაუკრავს

"ეს აბსოლუტური ჯემია!" - რა მოხდება ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით?