loader

ორი ქართველის შერკინება ბაქოში - ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი ქართველის შერკინება ბაქოში - ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში

27 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირში საქართველოს ორი ოქროს და ამდენივე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. 90 კგ წონით კატეგორიაში, ნახევარფანალში ლიპარტელიანმა ბექა ღვინიაშვილი იპონით დაამარცხა. ეს უკანასკნელი ბრინჯაოსთვის საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისს, იმავე ჯარჯი ზვიადაურს შეხვდება. ლიპარტელიანი კი - ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკშვილი გახდა (-81), ვიცე-ჩემპიონი - ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ხოლო ამირან პაპინაშვილი (-60) ბრინაჯოს დასჯერდა.

სულ ქართულმა დელეგაციამ ბაქოში 13 მედალი მოიპოვა - ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

იხილეთ:

"მოკვდა, მოკვდა!" - ქართველი ძიუდოისტების მწვრთნელი "კარნახისთვის" დარბაზიდან გააძევეს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა საქართველოს ბაქოში პირველი ოქროს მედალი მოუტანა - უმძიმესი მატჩი რუს მეტოქესთან
ლიპარტელიანი ღვინიაშვილის წინააღმდეგ - ქარტველი ძიუდოისტების დაუნდობელი შერკინება ნახევარფინალში