სტუდენტებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართეს
აზერბაიჯანის საელჩოსთან კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ბოლოს არქიმანდრიტის მხარდასაჭერად მიმართვის ტექსტზე ხელმოწერები გაკეთდა, რომელსაც აქციის ორგანიზატორები აზერბაიჯანის საელჩოში და ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანენ.
აქციაში თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 25-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. მათ თან ჰქონდათ პლაკატები, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ "მართლმადიდებელი ერი მხარს უჭერს არქიმანდრიტ დემეტრეს". აქციის მონაწილეები მოითხოვენ სასულიერო პირს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მსახურების ჩატარების უფლება მიეცეს. ისინი აცხადებენ, რომ ისტორიულ ჰერეთში მოქმედი ერთადერთი წმინდა გიორგის ტაძარი მოძღვრის გარეშე დარჩა.
იხილეთ: ერთადერთი მართლმადიდებელი მოძღვარი ისტორიულ საინგილოში
იქ, სადაც ყველაფერი საქართველოს გაგონებს - "პალიტრა ტვ"-ს რეპორტაჟი საინგილოდან