ტუნისში ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია
ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსიში ტურისტებით სავსე ორ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, მსხვერპლთა შორის უცხოელებიც არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა ბრიტანეთისა და გერმანიის მოქალაქეა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილებზე პოლიცია მუშაობს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი შეიარაღებული პირი პოლიციამ მოკლა.