loader

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე ბოლო წამებზე იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა მეტოქე ბოლო წამებზე იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა

დღეს, 26 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირში საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ჩაება. მათგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (-73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81) აგრძელებენ, რომლებიც ფინალში გავიდნენ და შეეცდებიან, ქვეყანას თამაშებზე პირველი ოქროს მედლები მოუტანონ.

ჭრიკიშვილმა ყველა შეხვედრა სუფთად მოიგო. მან გზიდან ჯერ ბულგარელი ივაილო ივანოვი, ესტონელი იევგენი სალაიევი და ბელორუსი ალიაქსანდრ სტსიაშენკა ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი გერმანელი სვენ მორესხი შებოჭა.

ტატალაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრამდე, ფრანგ ფლორენტ ურანის, სერბ ლიუბისა კოვაჩევიჩს, სლოვენიელ როკ დრაკშიჩსა და ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს სძლია. ფინალში ნუგზარის მეტოქე ებრაელი საგი მუკი იქნება.

ასევე იხილეთ: "მოკვდა, მოკვდა!" - ქართველების ძიუდოს მწვრთნელი "კარნახისთვის" დარბაზიდან გააძევეს