loader

ბათუმში "ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტეროტორიიდან ჯიხურები გვიან ღამით აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში "ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტეროტორიიდან ჯიხურები გვიან ღამით აიღეს

ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, ჯიხურები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ "ჭაჭის თაუერის" მიმდებარედ განათავსეს, დაბრუნდება ძველ ადგილებზე და მოვაჭრეებს მიეცემათ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა სექტემბრის ბოლომდე. ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ გვიან ღამით განაცხადა.

გვიან საღამოს ბათუმის მერიამ ჯიხურების აღება მეპატრონეებთან შეუთანხმებლად დაიწყო. მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და მერიის სამსახურები, რომლებმაც 8 ჯიხური ადგილიდან გაიტანეს, სამუშაოები კი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც გარემოვაჭრეები ადგილზე მივიდნენ და სპეცტექნიკას ჯიხურების აღების საშუალება აღარ მისცეს. როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, ჯიხურებში არსებული სუვენირები და სამკაულები გადატანის დროს ზიანდება. გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ და ძველ ადგილებს ხვალიდან დაუბრუნდებიან. ჯიხურები გარემოვაჭრეებმა ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე თვითნებურად განათავსეს.

იხილეთ: ბათუმის ცენტრში ჩადგმულმა უსახურმა ჯიხურებმა სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია