loader

დატბორილი სოჭი: ქალაქში მდინარე მოედინება და ავტომობილები დაცურავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დატბორილი სოჭი: ქალაქში მდინარე მოედინება და ავტომობილები დაცურავს

ქალაქ სოჭი გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია. რუსული მედიის ცნობით, წყლითაა დაფარული ქუჩების, შენობების დიდი ნაწილი, ასევე მაგისტრალები და აეროპორტი.

უამინდობის გამო არაერთი ავიარეისი გადაიდო. ქალაქის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მაშველები ავტომობილების მძღოლებს ეხმარებიან, რომლებიც დატბორილი ქუჩების გამო ვეღარ გადაადგილდებიან. ადგილობრივები მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური მათ სათანადო დახმარებას ვერ უწევს. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე იხილეთ: სოჭის აეროპორტი დაიტბორ