loader

პირველი გრაფიკული რეკონსტრუქცია: როგორ დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი გრაფიკული რეკონსტრუქცია: როგორ დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია

13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადიდებულმა ვერემ მთლიანად დატბორა სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა და ზოოპარკი. თვითმხილველების თქმით, ზოოპარკის ტერიტორია დაახლოებით ორ წუთში წყლით დაიფარა, რის შედეგადაც ცხოველების დიდი ნაწილი და ზოოპარკის სამი თანამშრომელი დაიღუპა. ზოოპარკის თანამშრომელმა სანდრო ჭითანავამ "პალიტრა ტვ"-სთან საუბარში დეტალურად გაიხსენა, რა თანმიმდევრობით აივსო წყლით ცხოველების გალიები.

თავდაპირველად მოვარდნილმა წყალმა ზოოპარკში ტბის ტერიტორია დაფარა, სადაც ფრინველები იმყოფებოდნენ. შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით მოჰყვა წყლის ქვეშ დათვების, მაიმუნების, ლომების, იაგუარების და ვეფხვების ვოლიერები. წყალმა ნახევრად დაფარა ჩლიქოსნების გალიები, მელიებისა და მგლების ვოლიერები. ნაკადმა მიაღწია ზოოპარკის შემოსასვლელამდე, სადაც პინგვინების ვოლიერი იყო, რომელიც ასევე განადგურდა სტიქიის ღამეს.

ასევე იხილეთ: როგორ იტბორებოდა ზოოპარკი - სტიქიის ღამის რეკონსტრუქცია ზოოპარკის თანამშრომლისა და ჰიდროლოგის დახმარებით