loader

"საქმე" - სტუმარი: ჯაბა სამუშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმარი: ჯაბა სამუშია

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დედაქალაქის მერიის მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სესხი - 18 მილიონი ლარი თბილისში 40-მდე ქუჩის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ნარმანიამ დედაქალაქში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხზე დღეს ისაუბრა.

"უნდა გვქონდეს სამუშაოების მაქსიმალური ტემპი, რათა სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს გზისკენ, თამარაშვილის ქუჩისკენ მოძრაობა აღვადგინოთ, რათა ქალაქში გადაადგილება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"საქმის" სტუმარია თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია.