loader

ტრანსის მეფე მოდის! - GEM fest-ზე ანაკლიაში Armin van Buuren დაუკრავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრანსის მეფე მოდის! - GEM fest-ზე ანაკლიაში Armin van Buuren დაუკრავს

30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია ახალ ქართულ ელექტრონულ მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ტრანსის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, არმინ ვან ბიურენი (Armin van Buuren) ესტუმრება და 31 ივლისს ანაკლიაში დაუკრავს.

ვან ბიურენი არაერთხელ აღიარეს წლის საუკეთესო დიჯეიდ. მისი ჟანრი ტრანსია და ფიქრობს, რომ ამ ჟანრის განსავითარებლად კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს, თუმცა წლების მოღვაწეობა ამ სფეროში და უამრავი ჯილდო, მათ შორის, პრესტიჟული "გრემის" ნომინაცია ადასტურებს, რომ არტისტმა უკვე ძალიან შთამბეჭდავი გზა გაიარა. ბიურენი 2014 წელს კვლავ მოხვდა Dj Mag Top 100-ის სამ საუკეთესო დიჯეის შორის.

Georgian Electronic Music Festival ანუ GEM Fest წელს საქართველოში პირველად იმართება. 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში 18 ჰექტარ ტერიტორიაზე რამდენიმე მუსიკალური სცენა და ღია კინოთეატრი მოეწყობა.

Palitratv.ge ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის GEM fest-ის ოფიციალური მედიაპარტნიორია

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი