loader

ოჯახი სვანიძის ქუჩიდან, რომელმაც სტიქიის ღამეს 19 მეზობელი შეიფარა და ტელეფონების უნიკალური კოლექცია გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახი სვანიძის ქუჩიდან, რომელმაც სტიქიის ღამეს 19 მეზობელი შეიფარა და ტელეფონების უნიკალური კოლექცია გადაარჩინა

13 ივნისის სტიქიის შემდეგ სვანიძის ქუჩის ერთადერთი მკვიდრი ზუმბულიძეების 5-სულიანი ოჯახია. სტიქიას ზუმბულიძეების ოჯახის ყველა წევრი უვნებლად გადაურჩა. ტრაგიკულ წუთებში ზუმბულიძეებს არც მეზობლებზე ზრუნვა დავიწყებიათ: ოჯახმა სახლში 19 მეზობელი შეიფარა და სიცოცხლე შეუნარჩუნა. მათი უმეტესობა პატარა ბავშვი იყო.

13 ივნისის სტიქიას გადაურჩა ტელეფონების უნიკალური კოლექციაც, რომელსაც ოჯახი 26 წელია აგროვებს. "ერიქსონის" პირველი ტელეფონი, ტელეფონი ლენინის მუზეუმიდან - ზოგიერთი ექსპონატის ასაკი ნახევარ საუკუნეზე მეტსაც ითვლის.

ავტორები: თიკო გურაშვილი, გიორგი ღუდუშაური

ფოტო: გოგა ჩანადირი