loader

"ჩემს შვილს თავი დაანებე, როგორ ახსენებ საერთოდ?!" - ანი ნადარეიშვილის და სერგო თეთრაძის მეუღლის შელაპარაკება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს შვილს თავი დაანებე, როგორ ახსენებ საერთოდ?!" - ანი ნადარეიშვილის და სერგო თეთრაძის მეუღლის შელაპარაკება

გლდანის ციხეში 2011 წელს გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მეუღლის დაკითხვის შემდეგ სასამართლოში ხმაური იყო. თეთრაძის მეუღლე სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობდა, რა დროსაც მასსა და ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კერძოდ, ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ სერგო თეთრაძის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, 2008 წლის ომში არაერთი ადამიანი დაიღუპა. სერგო თეთრაძის მეუღლის მტკიცებით კი, მისი მეუღლე პატრიოტი იყო, რომელიც მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიამ სასტიკი მეთოდებით აწამეს აღიარებითი ჩვენების მოთხოვნის საფუძველზე. ინციდენტი მანდატურების ჩარევის შემდეგ მალევე ამოიწურა.

რაც შეეხება სასამართლო სხდომას, დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ სხდომა 24 ივნისისთვის გადაიდო. შემდეგ პროცესზე, რომელიც 24 ივნისის 12:00 საათზე ჩაინიშნა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.