მოუქნელმა პანდამ ინტერნეტსივრცე გაახალისა
ედინბურგის ზოოპარკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც გიგანტური პანდა ტიან-ტიანის ვოლიერში ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაიღეს. კადრებში ჩანს, დათვი ბამბუკის ფოთლებში დამალული ხის ნაჭრის ძებნისას, დაკიდული საწოლიდან ძირს როგორ ვარდება. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ხის ნაჭერი პანდას საყვარელი სათამაშოა. ამიტომ იგი ცხოველს დაუმალეს, რომ ენახათ, რამდენი დრო დასჭირდებოდა ბამბუკის დათვს მის მოსაძებნად.