loader

"დიდი ბიზნესი" - ლინუს ბენედიქტ ტორვალდსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დიდი ბიზნესი" - ლინუს ბენედიქტ ტორვალდსი

როგორ იწყებდნენ და როგორ ავითარებდნენ თავიანთ საქმეს ადამიანები, რომლებსაც დღეს ბიზნესის გენერლებად მიიჩნევენ. ყველაზე წარმატებული ბრენდებისა და მათი შემქმნელების საგულისხმო ისტორიები, რომელთა მაგალითზე ბევრი რამის სწავლა და გათვალისწინება შეიძლება. გადაცემის ავტორი და წამყვანი - გიორგი კალანდაძე.

დღეს ის თავს ნამდვილ ჰაკერს უწოდებს. მის მიერ შექმნილმა საოპერაციო სისტემამ ის მილიონერი და უამრავი ახალგაზრდა პროგრამისტის ნამდვილი კერპი გახადა. ფინეთში დაბადებული დღეს ამერიკაში ცხოვრობს და საკუთარი მილიონების მიუხედავად, მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა. მას სამი ოქროს წესი აქვს, რომელთა შესრულებას სხვებსაც სთავაზობს. კერძოდ: 1.ისევე მოექეცი სხვებს, როგორც შენ გინდა მოგექცნენ; იამაყე იმით, რასაც აკეთებ; საქმე სიამოვნებით გააკეთე.

ეს არის ლინუს ბენედიქტ ტორვალდსის დიდი ბიზნესი რადიო "პალიტრისა" და "პალიტრა TV"-ის ეთერში.