მაშველი სანდრო სტიქიის დროს მის მიერ გადარჩენილ პატარა სანდროს შეხვდა
13 ივნისს მომხდარი სტიქიის ღამეს წყნეთისხევის დასახლებაში მაშველი მეხანძრეების ხუთკაციანი ჯგუფი მუშაობდა, რომელსაც ირაკლი მაისურაძე ხელმძღვანელობდა. სანდრო არეშიძე, ირაკლი მაისურაძე, ემზარ გოგავა, სერგო სადუნიშვილი, თორნიკე ხუციშვილი - ის ადამიანები არიან, რომლებმაც დაზარალებულებს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ქარდავების ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. ერთი წლის სანდრო წყლიდან მოსახელე მაშველმა სანდრო არეშიძემ გამოიყვანა. სტიქიის შემდეგ დიდი და პატარა სანდრო პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
ვიდეო ფეისბუქის გვერდმა "ქართული ოცნება/Georgian dream" გაავრცელა.
ვიდეო ფეისბუქის გვერდმა "ქართული ოცნება/Georgian dream" გაავრცელა.