გამოგონება, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის
Samsung-მა თანამედროვე ტექნოლოგიებით ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა გადაწყვიტა. სპეციალური მონიტორი, რომლის დამაგრებაც სატვირთოს უკანა მხარეს იქნება შესაძლებელი, ვიდეორეგისტრატორის დახმარებით, უკან მომავალ მძღოლებს საშუალებას მისცემს დაინახონ არის, თუ არა გზა თავისუფალი სატვირთოს წინ, რაც დაეხმარება მათ, უსაფრთხოდ გაასწრონ სატვირთოს.