ცვილის შვარცნეგერი მოულოდნელად "გაცოცხლდა"
ლონდოში არნოლდ შვარცენეგერმა მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმის სტუმრები შეაშინა. მსახიობს ცვილის ფიგურის გრიმი გაუკეთეს და მის ყველაზე ცნობილ პერსონაჟად - ტერმინატორად აქციეს. გამოფენის სტუმრებმა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. "სკულპტურასთან" მისვლა და ფოტოს გადაღება ყველა მსურველს შეეძლო. "ფიგურასთან" მისულთ კი სიურპრიზი ელოდათ - არნი ცოცხლდებოდა, შეშინებული თაყვანისმცემლები კი ყვირილით გარბოდნენ.