loader

ფანასკერტელის ქუჩაზე კლდის ჩამოშლა თვითმხილველმა გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფანასკერტელის ქუჩაზე კლდის ჩამოშლა თვითმხილველმა გადაიღო

თბილისში, ფანასკერტელის 12 ნომერში კლდის მასა ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კადრები, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, თვითმხილველმა თამუნა ქოჩორაძემ გადაიღო. "გადავიღე ამ დილას, რვა საათზე, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი სახლის წინ არსებულ კლდეს წლებია თხრიან და სახლებს აშენებენ. უკვე აშენებულია ორი სახლი - ერთი ხევზეა გადაკიდებული, მეორე მის წინ. სავარაუდოდ გაზაფხულზე თბილისის მერიამ კიდე გასცა მშენებლობის ნებართვა და ისევ დაიწყო კლდის თხრა. შედეგად ამ დილას დაიწყო კლდის ჩამოშლა, რისი ნაწილიც ასახულია ვიდეოზე. ეს რომ მომხდარიყო დღის განმავლობაში, როდესაც ინტენსიური თხრა მიმდინარეობს, რომელიმე მუშას ალბათ მოიყოლებდა" - წერს ვიდეოს ავტორი კომენტარში.