loader

"გურიელიძე უდანაშაულოა!" - ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გურიელიძე უდანაშაულოა!" - ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან

მთავრობის კანცელარიასთან ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მონაწილეებმა აქციის დასრულება პრემიერის განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ხელისუფლება არ გეგმავს.

ამასთან, კანცელარიის წინ შეკრებილებმა პრემიერის განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც აქციას "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ათეული მხარდამჭერი მართავდა. როგორც მათ აღნიშნეს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას აქციასთან კავშირი არ აქვს. ყველა მოსულია როგორც მოქალაქე და შეკრებილი არიან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად.

პოლიტიკოსებიდან კანცელარიის წინ იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეუპტატი მარიამ საჯაია, "ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე და "რეფორმატორთა" ლიდერი ირაკლი ღლონტი.

იხილეთ ასევე: "თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, პირველი ვიქნები მე" - პრემიერი ზოოპარკის დირექტორზე