ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს საჭმელი მიუტანეს
გმირთა მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდამ დასუფთავების სამსახურის ათობით თანამშრომელი დააპურა. მეგობრები სტიქიის ზონაში დღის მეორე ნახევარში საკვებით დატვირთულები მივიდნენ. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, შალვა ჩხეიძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, მეგობრებმა შესაძლებლობის ფარგლებში, ხალხის დახმარება თავდაპირველად საკვებით, შემდეგ კი ფიზიკურად გადაწყვიტეს.
ახალგაზრდებმა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს პური, ძეხვი, ყველი და ნამცხვრები დაურიგეს.
ახალგაზრდებმა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს პური, ძეხვი, ყველი და ნამცხვრები დაურიგეს.