loader

მელიქიშვილზე გზა ჩაინგრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელიქიშვილზე გზა ჩაინგრა

მელიქიშვილის გამზირზე გზის ნაწილი ჩაინგრა. გამზირზე მოძრაობა შეწყვეტილი არ არის, თუმცა, ავტომანქანების მოძრაობა ერთ ზოლში ხორციელდება.
სამართალდამცველებს ჩანგრეული მონაკვეთი ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე უკვე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საავარიო ბრიგადები. ვარაუდობენ, რომ გზის ჩანგრევა წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი

View the English version of the story on Georgian Journal:

Roadway of Tbilisi's Melikishvili Avenue collapses