loader

სისხლიანი შემოდგომა საგარეჯოს სოფლებში - 30 წლის ქალი ეჭვიანობას, 21 წლის ბიჭი კი სიყვარულს შეეწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი შემოდგომა საგარეჯოს სოფლებში - 30 წლის ქალი ეჭვიანობას, 21 წლის ბიჭი კი სიყვარულს შეეწირა

გასული წლის შემოდგომაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ორი ტრაგედია დატრიალდა. სოფელ იორმუღანლოში 30 წლის ქალი ეჭვიანობას, ხოლო სოფელ კაზლარში 21 წლის ბიჭი სიყვარულს შეეწირა.

2014 წლის 18 სექტემბერს სოფელ იორმუღანლოში ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე ერთი დღის ადრე, ის მეუღლის ნათესავებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, სოფელში ჩამოატარეს და სახალხოდ სცემეს. სოფელში ამბობენ, რომ ჯეორანოვა ქმრის ნათესავებმა უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს და ღალატი ამის გამო დააბრალეს. რამდენიმესაათიანი ცემისა და წამების შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა მამასთან სახლში მიიყვანეს. იმ დროს არც მამა და არც ქმარი სოფელში არ იმყოფებოდნენ.

2014 წლის ოტომბერში სოფელ კაზლარში 21 წლის ულფუკარ გულიევი ცემითა და სასტიკი წამებით იმ გოგონას მამამ და ძმებმა მოკლეს, რომლის ცოლად შერთვასაც აპირებდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდებს ერთმანეთი 1 წლის განმავლობაში უყვარდათ. ტრაგედიის დღეს, გულიევს შეყვარებულმა დაუკრეკა და ცოლად წაყვანა სთხოვა, მანქანაში ჩასხდომის შემდეგ კი ისინი გოგონას მამამ დაინახა. შეყვარებულებმა გაქცევა ვერ შეძლეს, რადგან ბიჭმა მანქანა ვეღარ დაძრა. მანქანიდან გადმოსულ ახალგაზრდას კი სასიმამრომ თავში ცულის ტარი ჩაარტყა, გონება დაკარგული კი ეზოში შეათრია. ულფუკარ გულიევს გოგონას ოჯახის წევრები ღამის პირველი საათიდან დილის ხუთის ნახევრამდე აწამებდნენ.

იხილეთ გადაცემა "ლურჯი ვაშლი" სრულად