სერგეი ბეზრუკოვმა 15-წლიანი ქორწინება ახალგაზრდა რეჟისორის გამო დაასრულა
მაისში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რუსმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა 15-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლე, ირინა ბეზრუკოვა მიატოვა, რუსული შოუბიზნესი გააოგნა. სერგეის და ირინას საერთო შვილი არ ჰყოლიათ, მსახიობი მეუღლის ვაჟს 11 წლის ასაკიდან ზრდიდა, თუმცა ბიჭი 2015 წლის მარტში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ბეზრუკოვები დაშორდნენ. გაყრის მთავარი მიზეზი ბეზრუკოვის ღალატი გახდა. მსახიობმა რომანი გააბა 31 წლის რეჟისორთან, ანა მატისონთან.
ამასთან, ცნობილი გახდა სერგეის კიდევ ერთი ოჯახის შესახებ, სადაც ორი პატარა იზრდება და ბეზრუკოვის შვილების დედა პეტერბურგელი მსახიობი კრისტინა სმირნოვაა.
ამასთან, ცნობილი გახდა სერგეის კიდევ ერთი ოჯახის შესახებ, სადაც ორი პატარა იზრდება და ბეზრუკოვის შვილების დედა პეტერბურგელი მსახიობი კრისტინა სმირნოვაა.