მაკიაჟი, რომელიც გემის ჩაძირვას და 3 საათიან ტირილს უძლებს
L’Oréal-ის ახალი თვალის ტუში წყალგამძლეა. წყალგამძლე და, თავისთავად, ცრემლგამძლეც. ამ თვისების ტესტირებისთვის რა იქნებოდა უკეთესი, თუ არა ქალის ნამდვილი ცრემლი - სენტიმენტალური სცენების ხილვით გამოწვეული ცრემლები. და ამგვარად, გულქვა მარკეტერებმა დაპატიჟეს 100 ქალი, გაუკეთეს ახალი ტუშით მაკიაჟი, გადაუღეს ფოტოები და შემდეგ აყურებინეს "ტიტანიკს". სეანსის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ქალების უმეტესობამ იტირა. შემდეგ კიდევ გადაუღეს ფოტოები და ჰოი საოცრებავ, არანაირი ჩაშავებული თვალები და განადგურებული მაკიაჟი.