გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.
როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასოცირების დღის წესრიგში ნათლად არის აღნიშნული, რომ საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით, განსაკუთრებით კი, ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე.
აღნიშნულის კონტექსტში, აბაშიშვილმა კანონპროექტის ავტორებს საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით კონსულტაციების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.