loader

სააკაშვილის ჭამა-სმას უკრაინაშიც განიხილავენ: "მისი ცხოვრების უცნობი დეტალები, სიყვარული რესტორნებისა და ქალებისადმი..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის ჭამა-სმას უკრაინაშიც განიხილავენ: "მისი ცხოვრების უცნობი დეტალები, სიყვარული რესტორნებისა და ქალებისადმი..."

ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ალექსანდრ დუბინსკიმ, ბლოგის საშუალებით, უკრაინის სახალხო დეპუტატს, მუსტაფა ნაიმის უსიამოვნო კითხვები დაუსვა, რაც დეპუტატისა და ოდესის ახლად დანიშნული გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის კიევის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ რესტორანში ვახშმობას შეეხებოდა. "თქვენ სვამდით ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოს, რომლის ერთი ბოთლის ფასი 3250 გრივნაა. იმის გათვალისწინებით, რომ შენმა მეგობარმა და პოროშენკოს ბლოკის ერთ-ერთმა წევრმა სერგეი ლეშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაისში ხელფასი 5000 გრივნა აიღო. გამოდის, რომ მთელი ხელფასი ვახშამზე დახარჯე. ასევე, ყველასთვის საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თუ რა რეფორმებზე ლაპარაკობდი მიხეილთან" - დაწერა ჟურნალისტმა ბლოგში და დააანონსა: "ბატონი სააკაშვილის ცხოვრების წესის უცნობი დეტალები, მისი სიყვარული რესტორნებისა და ქალებისადმი, ასევე, ფულისა და გართობისადმი, ნახეთ "უკრაინულ სენსაციებში", "1=1"-ზე." დუბინსკიმ რესტორანში მყოფი დეპუტატისა და გუბერნატორის ფოტოებიც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ბლოგზე ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ საიტმა "Украинская правда"-მ "1+1"-ის ჟურნალისტ ალექსანდრ დუბინსკის ბლოგი დაუხურა.

kvirispalitra.ge