"ეს აბსოლუტური ჯემია!" - რა მოხდება ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით?
30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში GEM Fest გაიმართება, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც დღეს ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა თუ სცენურ ტექნოლოგიებში. გრძელ და მარტივ სახელწოდებაში - Georgian Electronic Music Festival იმალება "gem" - ძვირფასი ქვა, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება. არსი იმისა, რასაც ორგანიზატორები აკეთებენ, შეიძლება ჩავატიოთ ერთადერთ ფრაზაში: "ეს აბსოლუტური ჯემია!" (It’s an absolute gem!).
GEM Fest-ს ქმნის პროფესიონალი, ინტერნაციონალური გუნდი, რომლის ანგარიშზეა "რესპუბლიკა Kazantip"-ისა და "Exit"-ის მასშტაბის წარმატებული პროექტები; GEM Fest სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, მისი რეალიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას თაოსნობით.
30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, 18 ჰა ტერიტორიაზე რამდენიმე მუსიკალური სცენა 24/7 რეჟიმში და ასევე, ღია ცის ქვეშ კინოთეატრი იფუნქციონირებს. ფესტივალის საიტის მისამართია Gem-fest.co