loader

"ირინა ენუქიძის სიტუაციაში ახლა ნინო..." - ლაშა მახარაძის დედა და ოჯახის ახლობლები გიორგი ოქროპირიძის დასჯას მოითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირინა ენუქიძის სიტუაციაში ახლა ნინო..." - ლაშა მახარაძის დედა და ოჯახის ახლობლები გიორგი ოქროპირიძის დასჯას მოითხოვენ

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ისევ ვერ გამოიტანეს, რის გამოც მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები დაითხოვა და მათი შერჩევის მომდევნო სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო ამ პერიოდშიც ვერ ჩაეტევა, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე მათ ვერდიქტს უკვე საპატიმროს გარეთ დაელოდება, რადგან მას 12 ივნისს წინასწარი 9-თვიანი პატიმრობის ვადა ეწურება.

ამის გასაპროტესტებლად ლაშა მახარაძის დედა და ოჯახის ახლობლები მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას, მოსამართლის და არა ნაფიცი მსაჯულების მიერ მოითხოვეს. ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის განცხადებით, ოქროპირიძეს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

იხილეთ: "არ მაინტერესებს, რას ითხოვს მანიაკი ოქროპირიძე! მკვლელი გასამართლდეს!" - მოკლული ლაშა მახარაძის დედა