loader

როგორ იჭერენ გველებს თბილისში - ქვეწარმავლები დედაქალაქში და რჩევები მათთან საბრძოლველად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იჭერენ გველებს თბილისში - ქვეწარმავლები დედაქალაქში და რჩევები მათთან საბრძოლველად

ტემპერატურის მატებასთან ერთად, თბილისის ზოგიერთ უბანში ქვეწარმავლების მომრავლება შეინიშნება. მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აპრილში - 5, მაისში - 109, ხოლო ივნისში, სამი დღის მონაცემებით, 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა. ყველაზე ხშირად მონიტორინგის სამსახურს თბილისის გარეუბნებიდან იძახებენ.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, კორპუსებთან ახლოს ბალახი გათიბული იყოს და მაქსიმალურად დაცული სისუფთავე, გველის დაკბენის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გვამშვიდებს, რომ თბილისში გავრცელებულ გველებს შორის შხამიანი არც ერთი არ არის და ქვეწარმავლის მხრიდან ადამიანის დაკბენის ფაქტი ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

ავტორი: სალომე გოგოხია