loader

კადრები უკომენტაროდ: რა მდგომარეობაა ძაღლების თავშესაფარში დატბორვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები უკომენტაროდ: რა მდგომარეობაა ძაღლების თავშესაფარში დატბორვის შემდეგ

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ ძაღლების თავშესაფარი წუხელ 12 საათისთვის დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმა მატერიალურადაც იზარალა, დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი მანქანა, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც.

როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი

იხილეთ: ძაღლების თავშესაფარი მდინარე ვერემ დატბორა - ღამის კადრები და დახრჩობისთვის განწირული ძაღლების ყეფა