loader

ბავშვის ტირილის ხმა მიტოვებული შენობიდან და შეშინებული თბილისელები - ექსპერიმენტი დაუგეგმავი ფინალით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვის ტირილის ხმა მიტოვებული შენობიდან და შეშინებული თბილისელები - ექსპერიმენტი დაუგეგმავი ფინალით

თბილისის ერთ-ერთ უბანში, მიტოვებული შენობიდან ბავშვის ტირილის ხმა ისმის... ხალხმრავალ ქუჩაში ამ ხმამ თითქმის ყველა გამვლელის ყურადღება მიიქცია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავიდან შენობაში შეღწევა სცადეს, შემდეგ კი საკუთარი ძალებით რომ ვერაფერს გახდნენ, ერთ-ერთმა გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟიც გამოიძახა...

რამდენად გულისხმიერია ქართული საზოგადოება სხვისი პრობლემის მიმართ? - ეს ვიდეო "პალიტრა TV"-ის გადაცემა "კაცია-ადამიანის?!" მორიგი ექსპერიმენტია. სინამდვილეში, ბავშვის ტირილის ხმა სიმულაციაა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში, ათობით გამვლელი დაინტერესდა, რა ხდებოდა შენობაში, მხოლოდ რამდენიმემ ჩაუარა გულგრილად შემთხვევის ადგილს... გადამღები ჯგუფი ექსპერიმენტის ამგვარ ფინალს არ ელოდა: მათ გამოძახებული პატრულის შეკითხვებზე პასუხების გაცემა და შესაბამისი ოქმის შევსებაც მოუხდათ.

იხილეთ გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" სრულად

ასევე იხილეთ:

"არის აქ ვინმე?!" - უცნაური ხმა მიტოვებული სახლიდან, პატრული, მეძებარი ძაღლი და...

ტირილის ხმა მიტოვებული შენობიდან - რატომ გამოიძახეს პატრული თბილისის ერთ-ერთი ქუჩის შეშინებულმა ბინადრებმა