loader

ჩაქვში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ხმაურის ფონზე გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩაქვში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ხმაურის ფონზე გაიხსნა

ჩაქვში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ხმაურის ფონზე გაიხსნა. ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე მისულ აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ თეიმურაზ ხარაშვილს ადგილობრივი მოსახლეობა პრეტენზიებით შეხვდა. როგორც ჩაქველები აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული ორი ავტომობილიდან ერთი ქობულეთს ეკუთვნის და დღეს ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე საჩვენებლად მიიყვანეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ჩაქვი მჭიდროდ დასახლებული პუნქტია, მოსახლეობა ბევრია, ტურისტული სეზონი ახლოვდება და ერთი ეკიპაჟი საკმარისი არ არის. ადგილობრივებს ნუგზარ სურმანიძემ უპასუხა.

მინისტრის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტს სულ ხუთი ბრიგადა მოემსახურება, საიდანაც ორი ჯგუფი გათვლილია ჩაქვის მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმით, ჩაქვის მოსახლეობას სასწრაფო დახმარების ერთი ახალი ავტომობილი ეყოლება, ხოლო მეორე ავტომობილი ჩაქვის სასწრაფო დახმარების ცენტრს სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე გადაეცემა.