loader

"საქმე" - სტუმრები: ზურაბ კუკულაძე, თამთა ტეფნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე" - სტუმრები: ზურაბ კუკულაძე, თამთა ტეფნაძე

"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბოლო სამი თვის განმავლობაში "კავკაზუს ონლაინმა" და "სილქნეტმა", რომლებიც საქართველოს ინტერნეტბაზრის მონოპოლისტები არიან, მომსახურების ფასი რამდენჯერმე გაზარდეს. ბი-პი-ენ-ის ცნობით, კომპანიებმა აღნიშნული ქმედება რამდენიმე მიზეზით ახსნეს - ჯერ ერთი, მოხდა ლარის დევალვაცია; გარდა ამისა, მომხმარებელი ითხოვს უკეთესი სიჩქარის ინტერნეტს, რაც გაცილებით ძვირია და ამასთან, კომპანიები ასევე საუბრობენ მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილ ვითარებაზეც.

"საქმის" სტუმრები არიან: "აფბას" წარმომადგენელი ზურაბ კუკულაძე და კომუნიკაციების ეროვნულ კომპანიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე (სატელეფონო ჩართვა).