4 წლის ბიჭუნას ჯერ ხე დაეცა, შემდეგ მანქანამ გადაუარა... და გადარჩა
4 წლის ბიჭუნა სათამაშოდ ეზოდან ქუჩაში გავიდა, რა დროსაც მართვადაკარგული მანქანა ტროტუარზე შევარდა, ხეს დაეჯახა, მოტეხილი ხე ბიჭუნას დაეცა, შემდეგ კი მას მანქანამ გადაუარა. ყველასათვის მოულოდნელად, ბავშვი უვნებელი გადარჩა და მცირედი დაზიანებები მიიღო ავარიის შედეგად.