"საქმე" - სტუმარი: გიორგი ჯიბლაძე
"საქმე" - ყოველ სამუშაო დღეს, 13:10 საათზე, გიორგი კალანდაძესა და ემა ტუხიაშვილთან ერთად, bpn-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში" ცვლილებები შევიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, ძირითადი და საბრუნავი საშუალებების კომპონენტების სესხის თანხის ქვედა ზღვარი განისაზღვრა 20 000 ლარით, ნაცვლად 12 000 აშშ დოლარისა. ბენეფიციარებს კვლავ შეეძლებათ, 3, 2, 1 და ხშირ შემთხვევაში, 0-პროცენტიანი სესხებით ისარგებლონ. ამ ცვლილებით, სესხის მინიმალური თანხის მოცულობა აღარ იქნება დამოკიდებული ლარის კურსის ცვლილებაზე, რაც მოსახლეობისთვის "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს" კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
"საქმის" სტუმარია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე.