მამუკა კაციტაძისა და "რვიანის" შეხვედრის შედეგები
მათი განმარტებით,"ოპოზიციური რვიანი" ხელისუფლების შეთავაზებაზე საკუთარ პოზიციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ბოლო დღეების აჟიოტაჟის მიუხედავად, "რვიანი" შეთანხმებული სქემით მოქმედებს.
"ახალმა მემარჯვენეებმა" იკისრეს მისია, რომ მოეტანათ ხელისუფლების ხედვები ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე და დღეს ეს წინადადებები ჩვენამდე მოტანილია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, "რვიანი" ხელისუფლების წინადადებებზე იმსჯელებს და თავის პოზიციას საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს.
უმრავლესობა კი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საკუთარ შეთავაზებებზე "ოპოზიციური რვიანის" პასუხს ორშაბათამდე ელოდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მამუკა კაციტაძესთან გუშინდელი პირისპირ შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, წინადადებები, რომელიც მან "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მამუკა კაციტაძეს წარუდგინა, საბოლოოა და არსებით ცვლილებებს არ საჭიროებს.
"წინადადებები ეხება როგორც პარლამენტის წევრთა რაოდენობას, ისე მაჟორიტარული წესით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობას, ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას და ბევრ სხვა საკითხს. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე კი საზოგადოებასა და მედიას მოგვიანებით მივაწვდით", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "ოპოზიციური რვიანის" სხვა წარმომადგენლებს არ შეხვდება. კუბლაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას "ოპოზიციურ რვიანში" შემავალ სხვა პარტიებს "ახალი მემარჯვენეები" გააცნობენ.