loader

ახალი მოთამაშე ცემენტის ბაზარზე - კომპანია "ლიდერ ცემენტი" ფოთში "ლაფარჟთან" თანამშრომლობით ქარხანას ხსნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი მოთამაშე ცემენტის ბაზარზე - კომპანია "ლიდერ ცემენტი" ფოთში "ლაფარჟთან" თანამშრომლობით ქარხანას ხსნის

ფოთში, 4 ჰექტარ ფართობზე მშენებარე ცემენტის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხანა წარმოებაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება. კომპანია "ლიდერ ცემენტი" ქარხნის მშენებლობას ფრანგულ გიგანტ კომპანია "ლაფარჟთან" ერთად ახორციელებს, რომელიც მსოფლიო ლიდერია სამშენებლო მასალების წარმოებაში.

"ლიდერ ცემენტში" ამბობენ, რომ მთავარი მიზანი საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ცემენტის ჩანაცვლება და ბაზარზე პოზიციის მყარად დაკავებაა. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მსხვილი მასშტაბის პროექტები იქნება, მათ შორის, საქართველოში დაგეგმილი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების, ინფრასტრუქტურის და ასევე, ანაკლიაში პორტის მშენებლობა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მაღალი ხარისხის ცემენტს, ასევე, სპეცცემენტებს, რომლის წარმოებაც დღეს საქართველოში დეფიციტურია.

ავტორები: მარი ჯავახიშვილი, გიორგი ღუდუშაური