loader

უნიკალური შემთხვევა: 24 წლის უკრაინელმა ორ თვეში სამი შვილი გააჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური შემთხვევა: 24 წლის უკრაინელმა ორ თვეში სამი შვილი გააჩინა

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში ახალგაზრდა დედამ ორი თვის განმავლობაში სამი შვილი გააჩინა. პირველად 16 აპრილს ლიკერია დაიბადა, ხოლო 38 დღის შემდეგ - სტეფანია და ზლატა.

მსგავსი შემთხვევა სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურია, ჰყვება პერინატალური ცენტრის მთავარი ექიმი ლუდმილა პადალკო. "ელენა ხელოვნური ჩარევის გარეშე დაორსულდა. ეს რთული ორსულობაა. თუ ქალი ერთ ნაყოფს ატარებს, მას შეუძლია ბოლომდე ატაროს, მაგრამ თუ ნაყოფი ორი ან სამია, მაშინ მშობიარობა ნაადრევი იქნება. ჩვენ ბავშვები დედის საშვილოსნოში უნდა გაგვეჩერებინა. ბავშვები უნდა განვითარდნენ. ლიკერია ოთხ დღეში დაიბადა, მისი ორი და კი 38 დღე გავაჩერეთ. ეს ძალიან რთული შემთხვევაა", - ჰყვება მთავარი ექიმი.

ლიკერია 980 გრამი წონით დაიბადა, მისი დები კი - 1 800 და 1 950-გრამიანები. ამჟამად ახალშობილები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, დამოუკიდებლად სუნთქავენ და გამოჯანმრთელდებიან - აცხადებენ პერინატალურ ცენტრში.