კატამ მომაბეზრებელი ბავშვი კარადაში ჩაკეტა
"კატა ბავშვმა დაღალა" - ასე დაარქვეს ამ სახალისო ვიდეოს ავტორებმა. ვიდეოში ჩანს, პატარა კარადაში ოთხზე ცოცვით როგორ ძვრება, რომ თაროზე დალაგებული ნივთებით ითამაშოს. ამ დროს კატა, რომელიც ბავშვის გადაადგილებას ყურადღებით ადევნებს თვალს, კარადის ღია კარზე ხტება და ხურავს.