loader

მესის გოლი "სხვა გალაქტიკიდან" YouTube-ზე რეკორდებს ხსნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მესის გოლი "სხვა გალაქტიკიდან" YouTube-ზე რეკორდებს ხსნის

"ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის გოლს, რომელიც მან ესპანეთის თასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკის" კარში გაიტანა, კატალონიელების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "სხვა გალაქტიკიდან გატანილი გოლი" უწოდა.

"ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელის გოლის ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ნახვებით უკვე რეკორდებს ხსნის. ერთ დღე-ღამეში ვიდეორგოლმა, რომელშიც მესი ოთხ მოწინააღმდეგეს ატყუებს და კარში ბურთს ზუსტად არტყამს, მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ესპანეთის თასის ფინალი "ბარსელონასა" და "ატლეტიკს" შორის 30 მაისს, "კამპ ნოუს" სტადიონზე გაიმართა. მატჩი ანგარიშით 3:1, "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა.