loader

ესპანელ პოლიტიკოსს ტელედებატების დროს პროთეზი გადმოუვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანელ პოლიტიკოსს ტელედებატების დროს პროთეზი გადმოუვარდა

ესპანური ტელევიზიის ეთერში პოლიტიკოს ეუხენიო ნარვაცას ოპონენტთან გაცხარებული დებატების დროს კბილების პროთეზი გადმოუვარდა.

ინციდენტი ანდალუსიურ ტელეარხზე მოხდა, სადაც ნარვაცა ბასკების პარტია "ხუდადანოსს" წარმოადგენდა. კურიოზის კულმინაცია ოპონენტის მიერ ანდალუსიაში სეპარატისტული განწყობის წახალისებაში დადანაშაულებას მოჰყვა. ”სავარაუდოდ, ეუხენიო ნარვაცამ ჩათვალა, რომ მისი არგუმენტები არასაკარისად დამაჯერებელია და ბოლო იარაღის - პროთეზის გამოყენება გადაწყვიტა”, - აღნიშნავს გამოცემა MIGNews.

ღიმილის შეკავება ტელედებატების წამყვანმაც ვერ შეძლო. თავად უხერხულ სიტუაციაში აღოჩენილმა გმირმა კი არაფერი შეიმჩნია.

ინციდენტი ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა: სოციალურ ქსელებში ნარვაცა დღის კომიკური გმირი გახდა.