loader

"მინდა გითხრა, პატარა ვაჟკაცო, რომ ღირსეული მამის შვილი ხარ!" - პრემიერმა დაღუპული პოლიციელის ვაჟს მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა გითხრა, პატარა ვაჟკაცო, რომ ღირსეული მამის შვილი ხარ!" - პრემიერმა დაღუპული პოლიციელის ვაჟს მიმართა

"მინდა გითხრა, პატარა ვაჟკაცო, რომ ღირსეული მამის შვილი ხარ, მამაშენი გმირია!" - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმა ირაკლი რარიბაშვილმა დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის პატარა ვაჟს ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ის ღირსეული პოლიციელი გაიზრდება. ბექა მარგიშვილის ოჯახი ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. შეკრებილებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

იხილეთ ასევე: ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა ერთად ისროლეს