loader

წიგნის ფესტივალზე მაკა ჩიჩუა მისი ესკიზებით გაფორმებული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნის ფესტივალზე მაკა ჩიჩუა მისი ესკიზებით გაფორმებული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

წიგნის ფესტივალზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიას" მე-11 პავილიონში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ახალგაზრდა მწერლის, ანიკა მექანიკურის წიგნის "სახლების მოშინაურების" პრეზენტაციას დაესწრო. წიგნი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ესკიზებით არის გაფორმებული. "ანიტა წერს გრძნობით და შეუძლებელია ამ გრძნობის მორევში არ ჩაერთო", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ. პრეზენტაციის შემდეგ პირველმა ლედიმ ფესტივალზე შეკრებილებთან ერთად ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები მისცა.