loader

ნარიყალას ციხის რესტავრაცია-კონსერვაცია 2016 წელს დაიწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარიყალას ციხის რესტავრაცია-კონსერვაცია 2016 წელს დაიწყება

ნარიყალას ციხის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებელი პროექტის შესარჩევად კონკურსი ცხადდება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნარიყალას ციხეზე გააკეთა, სადაც კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან, რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკა ანთიძესთან ერთად იმყოფებოდა.

არქიტექტორების განცხადებით, IV საუკუნის ციხესიმაგრე ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებშია აღდგენილი, თუმცა მისი ახლანდელი მდგომარეობა მძიმე, ავარიული და საფრთხის შემცველია. არქიტექტორები აცხადებენ, რომ დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში მოქცეული კოშკები, აუცილებელი სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებებია შესასრულებელი ნარიყალას თითქმის ყველა კედელ ბურჯზე.

საკონკურსო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 15 ივნისია. საპროექტო წინადადების შერჩევის შემდეგ უშუალოდ ძეგლზე სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება.