loader

"ეს არის ნოკაუტი, მეგობრებო!" - "მიმიხვდის" ძალიან დაძაბული და გრანდიოზული ფინალი "პალიტრა TV"-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ნოკაუტი, მეგობრებო!" - "მიმიხვდის" ძალიან დაძაბული და გრანდიოზული ფინალი "პალიტრა TV"-ზე

დღეს, 29 მაისს, 20:00 საათზე, "პალიტრა TV"-ზე აზარტული შოუ "მიმიხვდის" მეორე სეზონის ფინალური თამაში გაიმართება. გადაცემის მეორე სეზონის ფინალისტი წყვილები არიან: ბესო მეგრელიშვილი და მაია ლომიძე; ჯანო იზორია და გვანცა გიორგობიანი; ნატუკა გულისაშვილი და ტატო ჩახუნაშვილი. მათგან ვინ მოიპოვებს გამარჯვებულის ტიტულს, დღეს საღამოს გაიგებთ, იქამდე კი ნახეთ საინტერესო ფრაგმენტები გასართობი შოუს ფინალური თამაშიდან.

ყველაზე სხარტი, ყველაზე დაძაბული, ყველაზე სახალისო თამაში - "პალიტრა TV"-ის აზარტული შოუ "მიმიხვდი", რომელსაც თამთა ასათიანი უძღვება, გადის ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე, "პალიტრა TV"-ის ეთერში.