loader

www.ebook.ge - ელექტრონული წიგნების მაღაზია "პალიტრა L"-ისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

www.ebook.ge - ელექტრონული წიგნების მაღაზია "პალიტრა L"-ისგან

ახალი გამოცემები, ბესტსელერები, რჩეული წიგნები და სერიები - ეს ყველაფერი ელექტრონული წიგნების მაღაზია www.ebook.ge-ზე გაერთიანდა. www.ebook.ge პირველი ელექტრონული წიგნების საიტია, რომელიც გამომცემლობას, კერძოდ კი, "პალიტრა L"-ს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, "პალიტრა L" მომხმარებლებს ექსკლუზიურ შეთავაზებებს ჰპირდება.

ელექტრონული წიგნების მაღაზია www.ebook.ge -ს პრეზენტაცია "ექსპოჯორჯიას" მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. სიახლე კითხვის მოყვარულებისთვის სასიხარულო აღმოჩნდა. მკითხველები ელექტრონული წიგნების პრაქტიკულობაზე საუბრობენ.

წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მომხმარებელს ebook ბარათების ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა აქვს. დღეიდან მკითხველებს შეუძლიათ 5-ლარიანი ebook ბარათი 4 ლარად, 10-ლარიანი - 8 ლარად, 20-ლარიანი კი 15 ლარად შეიძინონ. ebook ბარათებით მკითხველები სასურველი ელექტრონული წიგნების შეძენასა და წაკითხვას შეძლებენ.