loader

"ვერასოდეს წარმოვიდგენ, მათ გარეშე ვიცხოვრო..." - ინტერვიუ მომვლელ ქალთან, რომელიც ზოოპარკში ვეფხვებმა დაგლიჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერასოდეს წარმოვიდგენ, მათ გარეშე ვიცხოვრო..." - ინტერვიუ მომვლელ ქალთან, რომელიც ზოოპარკში ვეფხვებმა დაგლიჯეს

შაბათს, 30 მაისს გადაცემა "ლურჯი ვაშლი" საინტერესო პორტრეტს წარმოგიდგენთ, თბილისის ზოოპარკის ძიძა-მომვლელის, გულიკო ჭიტაძის შესახებ. მასთან ინტერვიუ 22 მაისს ჩაიწერა, ზოოპარკში მომხდარ ინციდენტამდე 4 დღით ადრე. 26 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ გულიკო ჭიტაძე ვეფხვებმა დაგლიჯეს. 1 წლის ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება.

გულიკო ჭიტაძე 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებით და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის, ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა ინციდენტი. დაზარალებულს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდი იტყობინება, ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა, თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. გულიკო ჭიტაძის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.