loader

ფიფა-ს ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიფა-ს ხელმძღვანელები კორუფციის ბრალდებით დააკავეს

შვეიცარიის პოლიციამ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი კორუფციის ბრალდებით დააკავა. "ბიბისის" ცნობით, დაკავების ოპერაცია ქალაქ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ ჩატარდა. მათ წინააღმდეგ ბრალდებები ბოლო ოცი წლის განმავლობაში ფულის გათეთრების, გამოძალვისა და თაღლითობის ფაქტებს ეხება. დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა, "ბიბისის" ცნობით, დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერიცაა.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, დაკავებულების აშშ-ში ექსტრადირება განხორციელდება. ფიფა-ს წევრები ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასულნი.