loader

"მწვანე ზონა" - სიუჟეტი: ქართული ოქროს სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მწვანე ზონა" - სიუჟეტი: ქართული ოქროს სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?!

ბოლნისსა და დმანისში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს "არემჯი გოლდი" და "არემჯი კუპერი" ღია-კარიერული წესით ატარებს, რის შედეგად მძიმე ლითონები გარემოში იფრქვევა, ნიადაგში ჩადის და შემდეგ მცენარისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ხვდება. როგორც ექსპერტები ამბობენ, ყველაზე საშიშია, როცა ორგანიზმში მძიმე მეტალები სასუნთქი გზებით ხვდება, ვინაიდან ფილტვებიდან ისინი თითქმის აღარ გამოიდევნება, რაც შემდეგ სიმსივნური და სხვა ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის მიზეზი ხდება.

ადგილობრივი მცხოვრებლები სიკვდილიანობის მატებაზე საუბრობენ, თუმცა აღნიშნულს არავინ იკვლევს. ბოლნისის და დმანისის რაიონების მცხოვრებლების აზრით, მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდი ხანია ზიანი ადგება. ამას ემატება სასოფლო-სამეურნეო კულტურებში დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებების გავრცელება, კომპანიის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო სახნავ-სათესი მიწების ნაკლებობა და მისასვლელი გზების ჩახერგვა, რაც შიმშილის რისკის წინაშე აყენებს მათ და სახელმწიფოსგან სასწრაფოდ დახმარებას ითხოვენ.

გაზრდილი სიკვდილიანობა და შიმშილობის რისკი - რა ზიანს აყენებს გარემოს ბოლნის-დმანისში ოქროს მოპოვების სამუშაოები, ნახეთ გადაცემა ”მწვანე ზონის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

გადაცემა "მწვანე ზონა" გადის ყოველ სამშაბათს, 16:10 საათზე, ტელე/რადიო "პალიტრის" ეთერში.

იხილეთ გადაცემა "მწვანე ზონა" სრულად